• პროექტი “ქართლის ღირსშესანიშნაობები"

          • ჩვენი საქართველოს მასწავლებლის თინათინ ბუსკივაძის ორგანიზებით v კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პროექტი “ქართლის ღირსშესანიშნაობები” პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ ქართლის კულტურის ძეგლებს, მოიძიეს ინფორმაცია ტაძრების და ციხეების შესახებ, ისაუბრეს რა მნიშვნელობა აქვს თითოეულ კულტურის ძეგლს ქართლისთვის და ასევე ქვეყნისთვის, იმსჯელეს რატომ სახლდებოდნენ ქართლში სხვა ეროვნების ადამიანები (მაგ. ასურელი მამები)

          • "წერილი სიტყვის კაცს"

          • მე-2 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის გაკვეთილზე იმუშავეს კომპლექსურ დავალებაზე:"წერილი სიტყვის კაცს". წერილის სტრუქტურის( 1.მისალმება, 2.ძირითადი ნაწილი, 3.დამშვიდობება) გამოყენებით, მოსწავლეებმა მისწერეს წერილი სიტყვის კაცს, უცნაურ ადამიანს, რომელსაც ყველა კითხვაზე აქვს პასუხი თავის "ზღაპრულ სკივრში". წერილში მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები მათთვის საინტერესო თემებზე, გამოიყენეს შესაბამისი სასვენი ნიშნები. შედეგად, მოსწავლეებს განუვითარდათ მსჯელობის, წარმოსახვის, ნააზრევის ჩაწერისა და პრეზენტაციის უნარები.

            მასწავლებელი- ნანა სტეფნაძე

             

          • VII კლასის გეომეტრია სქემებში და ამოცანებში

          •  

                  წელს, მათემატიკის მასწავლებლის, ბატონ თამაზ ობგაძის, ავტორობით გამოქვეყნდა  სამუშაო რვეული "VII  კლასის გეომეტრია სქემებში და ამოცანებში", რომლის თანაავტორებიც ჩვენი სკოლის,  მე-7 კლასის ორი არაჩვეულებრივი  მოსწავლეა : თორნიკე ახვლედიანი და მანანა გიორბელიძე.

          • სწავლა თამაშით

          •      

               ჩვენი სკოლის, მათემატიკის მასწავლებელმა მარიამ აბაიშვილმა მე-5 კლასში გამოიყენა სწავლების მეთოდი, სწავლა თამაშით, თემაზე „საკოორდინატო ბადე, ორიენტირება“. ბავშვებმა ჭადრაკის სადემონსტრაციო  დაფით და თავიანთი შექმნილი რესურსებით  შეძლეს  საკოორდინატო  ბადეზე ორიენტირება: ადგილმდებარეობის კოორდინატებით გამოხატვა და პირიქით კოორდინატებით ადგილმდებარეობის განსაზღვრა. გაკვეთილი,  რომ საინტერესო და სახალისო ყოფილიყო მასწავლებელმა გამოიყენა თამაში  „გემობანა“, მასში თითოეულმა ბავშვმა წყვილ-წყვილად მიიღო მონაწილეობა.

            ყველა მოსწავლემ გაიაზრა საკოორდინატო ბადე, რაც შემდეგ  კლასებში გაუადვილებთ მართკუთხა კორდინატთა სისტემის შესწავლას.

          • პროექტი „ბაგრატიონთა საგვარეულო ისტორია“

          • ისტორიის მასწავლებელ ეთერ მიქაძის  ორგანიზებით განხორციელდა პროექტი „ბაგრატიონთა საგვარეულო ისტორია“.

            პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ  მათთვის ცნობილ  ბაგრატიონთა  გვარის წარმომადგენლებს. მეფეთა ბიოგრაფიას (პოლიტიკურ, კულტურულ, ეკონომიკის სფეროებში)      წარმოადგიეს  პრეზენტაციები და  გამართეს  დისკუსია მეფეთა პიროვნულ მახასიათებლებზე.  იმსჯელეს  კონკრეტული რეფორმის/ ფაქტის  მნიშვნელობაზე.

          • კომპლექსური დავალება

          •     ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - აზა ქადარიამ - ჩაატარა კომპლექსური გაკვეთილი თემაზე ,,ეთერი“. მოსწავლეებს დავალებად ჰქონდათ მიცემული ეთერის სკოლის ან სახლის მაკეტის გაკეთება. ასევე დასაწერი ჰქონდათ ესე:,, ჩემი საყვარელი შინაური ცხოველი/ ფრინველი“.  მასწავლებლის მიზანი გახლდათ, გაეღვივებინა მოსწავლეთა ფანტაზია თუ შემოქმედებითი და წერითი  უნარები. ასევე  განევითარებინა პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.

          • ექსკურსია ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში

          •      ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - აზა ქადარიამ - მე-11 კლასში რომანტიკოსთა შემოქმედების შესწავლასთან დაკავშირებით  ჩაატარა ექსკურსია წინანდალში. ეს დავალება ამ კლასის პროექტის პირველი ნაწილი გახლავთ. ის ითვალისწინებს ალ. ჭავჭავაძის შემოქმედების ღრმად გააზრებასა და  მოსწავლეთა მიერ მე-19 საუკუნის ეპოქის მაჯისცემის შეგრძნებას. ასევე მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე: ,,ქართული რომანტიზმი და მისი წარმოშობის ისტორიული საფუძველი“, რაც, რა თქმა უნდა, მიზნად ისახავდა მოსწავლეთა მიერ რომანტიზმის ეპოქის ღრმად შესწავლა-გააზრებასა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევების შემდგომ განვითარებას.

          • საქართველოს ეროვნული მუზეუმი

          • ჩვენი სკოლის, XI კლასის მოსწავლეები ეწვივნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, სადაც მოინახულეს ოქროს ფონდი, არქეოლოგიური საგანძური, გაიხსენეს პრეისტორიული პერიოდი და შეაჯერეს ნასწავლი მასალა მუზეუმში ნანახთან.

            კლასის ხელმძღვანელი-ანა თოლორდავა

            ისტორიის პედაგოგი-ეთერ მიქაძე

          • ხელოვნების მუზეუმი

          • სკოლა ალმასის მე -2 ა კლასი და მე-3 ა კლასი დამრიგებლებთან შორენა ხუჭუასთან და ნათია თედიაშვილთან ერთად ესტუმრნენ ხელოვნების მუზეუმს❣️

          • პირველკლასელთა რეგისტრაცია

          •  შპს სამეცნიერო -საწარმოო ფირმა  ,,ალმასი''  2023-2024 სასწავლო წლისთვის იწყებს პირველკლასელთა მიღებას.

                I კლასში ჩაირიცხებიან მოსწავლეები, რომელებსაც 2023 წლის 1 ოქტომბრამდე  შეუსრულდათ 6 წელი. 

             

             სწავლის გადასახადი სექტემბრიდან ივნისის ჩათვლით არის 1600 ლარი. ყოველთვიურად 160 ლარი. სწავლის  საფასურს იხდით ყოველი თვის დასაწყისში.

             

            I კლასში ჩარიცხვისათვის საჭირო საბუთები:

            1. ერთი ფოტო (3x4)

            2.დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამტკიცებული ასლი

            3.ჯანმრთელობის ცნობა

            4.მშობლების პირადობის მოწმობის ასლები

            5.რეგისტრაციის დროს თან იქონიეთ წინასწარ  სწავლის ერთი თვის გადასახადის ქვითარი.( 160 ლარი)

            6.განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე.

            7.ხელშეკრულება მშობელსა და სკოლას შორის   

            (6 და 7 იწერება და იდება სკოლაში პირველი 5 -ის წარდგენის შემდეგ) 

            სკოლაში საბუთების მოტანისას გეცნობებათ სკოლის ანგარიშის ნომერი, რომელზეც ჩარიცხავთ თანხას.

             

             

             

             

             

             

          • პროექტი,,ცოდნა ლამპარია"

          • შპს სამეცნიერო საწარმოო ფირმა  ალმასის  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნანა ვაშაკიძემ და მე-7 ა კლასის მოსწავლეებმა 2022 წლის 2 დეკემბერს  გააკეთეს  პროექტი,,ცოდნა ლამპარია"

          • ექსპერიმენტორიუმი

          • ექსპერიმენტორიუმი

            შპს სამეცნიერო-საწარმოო ფირმა ალმასის 6ა ( დამრიგებელი თინათინს ბუსკივაძე ) და 6ბ ( დამრიგებელი მანანა ხმალაძე) კლასი 2022 წლის 2 დეკემბერს ესტუმრა ექსპერიმენტორიუმს.მათ ჩაატარეს ქიმიური ცდები.გაეცვნენ უამრავ სიახლეებს.

          • ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

          • კერძო სკოლა ,,ალმასის'' ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგი  მაკა ბურდიაშვილი და ამავე სკოლის 6 ა კლასი 2022 წლის 27 ოქტომბერს ესტუმრნენ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს.იმის გამო ,რომ პროგრამულად ისწავლება ხელნაწერები და მხატვრული ნაწარმოებები ხელნაწერ წიგნებზე, პედაგოგმა გადაწყვიტა,რომ თავად ენახათ ხელნაწერი წიგნები(მულაჟები) და უფრო ვრცლად მოესმინათ მათი შექმნის ისტორიები.დიდი სიხარულით უმასპინძლა ხელნაწერთა ინსტიტუტმა,ეწვივნენ საგამოფენო დარბაზს,სადაც ბავშვებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს სხვადასხვა საუკუნის უძველესი ხელნაწერი წიგნები( მულაჟები), დაინტერესდნენ უძველესი ხელნაწერი წიგნების გაფორმებითა და მოხატულობით,განსაკუთრებული აღტაცება გამოიწვია ,,ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერმა. ასევე გარდა ხელნაწერი წიგნებისა ბავშვებმა იხილეს ერეკლე მეფის ხელნაწერი წერილი და ნახეს მეფის ხელმოწერაც. საინტერესო და ახლი ინფორმაციით დატვირთული მოსწავლეები წთაბეჭდილებებს უზიარებდნენ ერთმანეთს

    • კონტაქტი

      • კერძო სკოლა ალმასი
      • 688085
      • გლდანი, მე-2 მკ.რ. 45-ა
        0167 ქ.თბილისი
        Georgia
  • ფოტო გალერეა

      ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად