• ,,ქართული ხელნაწერების თავგადასავალი“

          • 19 აპრილს მე-8 კლასი ეწვია ხელნაწერთა ინსტიტუტს. მოსწავლეებმა გაიარეს მასალა  ჭუმბურიძის წიგნიდან ,,ქართული ხელნაწერების თავგადასავალი“. ამასთან დაკავშირებით ქართულის მასწავლებელმა - აზა ქადარიამ - გადაწყვიტა, მათი ცოდნა ამ სფეროში უფრო გაეღრმავებინა და ამ მიზნით დაგეგმა ექსკურსია. მოსწავლეებმა დიდი სიამოვნება მიიღეს, მით უმეტეს, რომ ნახეს დოკუმენტური ფილმი ეტრატის დამზადებისა და ხელნაწერთა შექმნის ისტორიაზე, ასევე ,,ვეფხისტყაოსნის“ უძველეს გამოცემებზე. 

          • "სახელოვანი წინაპრები“

          • 2024 წლის 4 მარტს მე-6 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: სახელოვანი წინაპრები“. მოსწავლეებმა ისაუბრეს საქართველოს სახელოვან შვილებზე და გაიხსენეს სახელმძღვანელოს ამავე სახელწოდების თავიდან ნასწავლი მასალა. გაკვეთილის მიზანი გახლდათ მოსწავლეებში პრეზენტაციის უნარის განვითრება , დამოუკიდებლად მუშაობისა და საკუთარი აზრის ჩამოყალიბების ჩვევების გამომუშავე

          • ,, ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“

          • 2024 წლის 15 აპრილს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - აზა ქადარიამ -  ჩაატარა ღონისძიება: ,,ო, ენავ ჩემო...“. მონაწილეობდნენ მე-5 და მე-8 კლასის მოსწავლეები. მერვე კლასელებმა ისაუბრეს ქართული ენის დღის შემოღებასთან დაკავშირებულ მოვლენებზე, გაიხსენეს გამოჩენილ ადამიანთა გამონათქვამები ქართულ ენზე, წაიკითხეს ლექსი ,,ხმა კატამონთან“, ხოლო მე-5 კლასელებმა წარმოადგინეს   სცენები შოთა რუსთაველის პოემა ,,ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი თავიდან :  ,, ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“.

              ღონისძიების მიზანი გახლდათ მოსწავლეთა პატრიოტული აღზრდა, მშობლიური ენისადმი სიყვარულის გაღვივება და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება. 

          • საქართველოს თავდაცვის აკადემია

          • 16 აპრილს, საქართველოს თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლება, VIII-XII კლასის მოსწავლეებთან  საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს. პრეზენტაციის ფარგლებში მოსწავლეებს გაანემარტათ თუ რა არის  აკადემიის მისია, როგორ ხდება სტუდენტთა მიღება და სწავლის პროცესი. 

             

          • ,,ჩემი საქართველო“

          • მე-8 კლასში ჩატარდა 25 თებერვლისადმი მიძღვნილი დილა. მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ დღის ტრაგედიაზე, წაიკითხეს მ. მაჭავარიანის ლექსები და წარმოადგინეს საკუთარი ესეები თემაზე: ,,ჩემი საქართველო“. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეთა პატრიოტული აღზრდა და ამა თუ იმ ფაქტისადმი საკუთარი დამოკიდებულების არგუმენტირებულად ჩვენება.

          • ევროკავშირი საქართველოსთვის

          • 2024 წლის 10 თებერვალს ჩატარდა ინტელექტუალური თამაში-"რა?სად? როდის?-ევროპის შესახებ", რომელშიც ქ.თბილისის  სკოლებთან ერთად  მონაწილეობა მიიღეს   ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა. გუნდის კაპიტანი იყო  მე-12 კლასის მოსწავლე გიორგი კუნჭულია, ხოლო გუნდის წევრები მე-10 კლასის მოსწავლეები:ნიკოლოზ კუნჭულია, თინათინ პაპუაშვილი, ლუკა ნაჭყებია, ლუკა ჯგერენაია და კახა ჭუმბურიძე.  კონკურსის შედეგად გუნდმა დაიმსახურა მე-4 ადგილი და გადაეცათ სერტიფიკატები.

          • მათემატიკის დამხმარე სახელმძვანელო

          • ჩვენი სკოლის  მათემატიკის მასწავლებლის ბატონ თამაზ ობგაძისა  და მოსწავლე მანანა გიორბელიძის მიერ გამოიცა,  "მათემატიკის დამატებითი საკითხები ნიჭიერი მოსწავლეებისათვის VII კლასი" .

          • თავისუფალი უნივერსიტეტი

          • 25 ნოემბერს თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლისა და მომავალ დიპლომატთა კლუბის პროექტის, დიპლომატიის სკოლის მე-20 ნაკადში ჩვენი სკოლის მოსწავლებმა მიიღეს მონაწილეობა.

            პროექტი 4 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა  და საერთაშორისო ურთიერთობებით, საერთაშორისო ეკონომიკით, პოლიტიკითა და დიპლომატიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მისცა საშუალება, მიეღოთ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ამ სფეროებში.

             

          • ,,ბოშათა ცხოვრება მსოფლიოსა და საქართველოში“

          • ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - აზა ქადარიამ - მე-8 კლასში
            ჩაატარა კომპლექსური გაკვეთილი ნ. დუმბაძის ,,ბოშებთან“დაკავშირებით.
            მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე: ,,ბოშათა ცხოვრება მსოფლიოსა და
            საქართველოში“. გაკვეთილი მიზნად ისახავდა ტოლერანტობის გრძნობის გაღვივებას,
            პრეზენტაციისა თუ მეტყველების კულტურისა და აუდიტორიასთან კავშირის
            დამყარების უნარ-ჩვევების განვითარებას.

          • პოეზიის საღამო

          • 4 დეკემბერს მე-8კლასში ჩატარდა პოეზიის გაკვეთილი, რომელიც მიეძღვნა ნ. ბარათაშვილის დაბადების დღეს. გაკვეთილის მიზანი გახლდათ, ბავშვებს შეეცნოთ პოეზიის მადლი და სიძლიერე, მისი გავლენა ადამიანთა სულებზე. გამოყენებული იყო ნ. ბარათაშვილისა და ეკატერინე ჭავჭავაძის ცხოვრებისეული ეპიზოდების ამსახველი სიუჟეტები. ყოველივე ამან მოსწავლეებს უფრო შეაყვარა გამოჩენილი რომანტიკოსი.

            მასწავლებელი: აზა ქადარია

          • პროექტი "უძველესი ცივილიზაციები"

          •    ისტორიის მასწავლებლის თინათინ ბუსკივაძის ორგანიზებით მე-7  კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია თემებზე: “ძველი ეგვიპტე” “შუმერები და ბაბილონი”. მოსწავლეებმა ისაუბრეს უძველესი ცივილიზაციების ჩამოყალიბებაზე და მათ განვითარებაზე, გაეცნენ მათ მიერ შექმნილ დამწერლობას, უძველესი ხალხის საქმიანობასა და მათ რწმენა-წარმოდგენებს. 

          • "ჩემი საყვარელი ზღაპარი"

          • სკოლა "ალმასის"  ინგლისური ენის პედაგოგმა ნინო არჩვაძემ მე-5 კლასში გააკეთა პროექტი "ჩემი საყვარელი ზღაპარი". ბავშვებმა თავიანთი საყვარელი ზღაპრები წარადგინეს პროექტის სახით ინგლისურ ენაზე. ამ პროექტის საშუალებით მათ გაიუმჯობესეს კითხვის უნარი და გაიმდიდრეს ლექსიკა.

          • "გრიგოლ ხანძთელის ღვაწლი"

          •    სკოლა ალმასის მე-10 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს პროექტზე "გრიგოლ ხანძთელის ღვაწლი".  შეისწავლეს მისი და მისი მოწაფეების მიერ აშენებული ეკლესია-მონასტრები და მათ მიერ VIII-X საუკუნეებში აშენებული მონასტრების დღევანდელი ღირებულებები.

                მოსწავლეებმა ინდივიდუალურად მოამზადეს პრეზენტაციები და თავად წარადგინეს აუდიტორიის წინაშე, იმსჯელეს ,,უდაბნოთა ქალაქმყოფელის", ,,ტალანტის გამრავლებაზე" და შეაფასეს გრიგოლ ხანძთელის შრომა დღევანდელი გადმოსახედიდან. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

            მასწავლებელი-მაკა ბურდიაშვილი

          • ჩვენი წარსული ისტორია!

          • დღეს, ჩვენი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, წარმოადგინეს  პრეზენტაციები- "I-II საუკუნეების მიჯნაზე ქართლისა და რომის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა". იმსჯელეს, ფარსმან ავაზისა და ფარსმან ქველის დიპლომატიური ნაბიჯების შესახებ. ასევე, აღნიშნული ეპოქის შესახებ უყურეს დოკუმენტურ ფილმს. 

            მომხსენებლები: სესილი თანდილაშვილი, თეკლა კაპანაძე, თიკო პაპუაშვილი, დაჩი შანავა.

            მასწავლებელი-ეთერ მიქაძე

          • სტუმრად ეთნოგრაფიულ მუზეუმში!

          • კერძო სკოლა “ალმასის” პედაგოგების: თინათინ ბუსკივაძის და ნინო არჩვაძის ორგანიზებით 22 ნოემბერს ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრა მე-5 და მე-6 კლასები. მუზეუმი ღია ცის ქვეშ წარმოადგენს საქართველოს მინიატურულ მოდელს და ასახავს მის მრავალფეროვან ეთნიკურ კულტურას. მოსწავლეებმა დაათვალიერეს: ქართლის, კახეთის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს და ოსეთის სახლები. ინტერესით გაეცვნენ ეთნოგრაფიული კულტურის ამსახველ ექსპონანტებს: საბრძოლო და შრომის იარაღებს, ქსოვილის ნიმუშებს, თიხის, ხისა და სპილენძის ჭურჭელს. სასიამოვნო და დასამახსოვრებელი დღე გამოვიდა ჩვენი პატარებისთვის.

    • კონტაქტი

      • კერძო სკოლა ალმასი
      • 688085
      • გლდანი, მე-2 მკ.რ. 45-ა
        0167 ქ.თბილისი
        Georgia
  • ფოტო გალერეა

      ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად