• პროექტი "უძველესი ცივილიზაციები"

          •    ისტორიის მასწავლებლის თინათინ ბუსკივაძის ორგანიზებით მე-7  კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია თემებზე: “ძველი ეგვიპტე” “შუმერები და ბაბილონი”. მოსწავლეებმა ისაუბრეს უძველესი ცივილიზაციების ჩამოყალიბებაზე და მათ განვითარებაზე, გაეცნენ მათ მიერ შექმნილ დამწერლობას, უძველესი ხალხის საქმიანობასა და მათ რწმენა-წარმოდგენებს. 

          • "ჩემი საყვარელი ზღაპარი"

          • სკოლა "ალმასის"  ინგლისური ენის პედაგოგმა ნინო არჩვაძემ მე-5 კლასში გააკეთა პროექტი "ჩემი საყვარელი ზღაპარი". ბავშვებმა თავიანთი საყვარელი ზღაპრები წარადგინეს პროექტის სახით ინგლისურ ენაზე. ამ პროექტის საშუალებით მათ გაიუმჯობესეს კითხვის უნარი და გაიმდიდრეს ლექსიკა.

          • "გრიგოლ ხანძთელის ღვაწლი"

          •    სკოლა ალმასის მე-10 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს პროექტზე "გრიგოლ ხანძთელის ღვაწლი".  შეისწავლეს მისი და მისი მოწაფეების მიერ აშენებული ეკლესია-მონასტრები და მათ მიერ VIII-X საუკუნეებში აშენებული მონასტრების დღევანდელი ღირებულებები.

                მოსწავლეებმა ინდივიდუალურად მოამზადეს პრეზენტაციები და თავად წარადგინეს აუდიტორიის წინაშე, იმსჯელეს ,,უდაბნოთა ქალაქმყოფელის", ,,ტალანტის გამრავლებაზე" და შეაფასეს გრიგოლ ხანძთელის შრომა დღევანდელი გადმოსახედიდან. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

            მასწავლებელი-მაკა ბურდიაშვილი

          • ჩვენი წარსული ისტორია!

          • დღეს, ჩვენი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, წარმოადგინეს  პრეზენტაციები- "I-II საუკუნეების მიჯნაზე ქართლისა და რომის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა". იმსჯელეს, ფარსმან ავაზისა და ფარსმან ქველის დიპლომატიური ნაბიჯების შესახებ. ასევე, აღნიშნული ეპოქის შესახებ უყურეს დოკუმენტურ ფილმს. 

            მომხსენებლები: სესილი თანდილაშვილი, თეკლა კაპანაძე, თიკო პაპუაშვილი, დაჩი შანავა.

            მასწავლებელი-ეთერ მიქაძე

          • სტუმრად ეთნოგრაფიულ მუზეუმში!

          • კერძო სკოლა “ალმასის” პედაგოგების: თინათინ ბუსკივაძის და ნინო არჩვაძის ორგანიზებით 22 ნოემბერს ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრა მე-5 და მე-6 კლასები. მუზეუმი ღია ცის ქვეშ წარმოადგენს საქართველოს მინიატურულ მოდელს და ასახავს მის მრავალფეროვან ეთნიკურ კულტურას. მოსწავლეებმა დაათვალიერეს: ქართლის, კახეთის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს და ოსეთის სახლები. ინტერესით გაეცვნენ ეთნოგრაფიული კულტურის ამსახველ ექსპონანტებს: საბრძოლო და შრომის იარაღებს, ქსოვილის ნიმუშებს, თიხის, ხისა და სპილენძის ჭურჭელს. სასიამოვნო და დასამახსოვრებელი დღე გამოვიდა ჩვენი პატარებისთვის.

          • პროექტი “ქართლის ღირსშესანიშნაობები"

          • ჩვენი საქართველოს მასწავლებლის თინათინ ბუსკივაძის ორგანიზებით v კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პროექტი “ქართლის ღირსშესანიშნაობები” პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ ქართლის კულტურის ძეგლებს, მოიძიეს ინფორმაცია ტაძრების და ციხეების შესახებ, ისაუბრეს რა მნიშვნელობა აქვს თითოეულ კულტურის ძეგლს ქართლისთვის და ასევე ქვეყნისთვის, იმსჯელეს რატომ სახლდებოდნენ ქართლში სხვა ეროვნების ადამიანები (მაგ. ასურელი მამები)

          • "წერილი სიტყვის კაცს"

          • მე-2 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის გაკვეთილზე იმუშავეს კომპლექსურ დავალებაზე:"წერილი სიტყვის კაცს". წერილის სტრუქტურის( 1.მისალმება, 2.ძირითადი ნაწილი, 3.დამშვიდობება) გამოყენებით, მოსწავლეებმა მისწერეს წერილი სიტყვის კაცს, უცნაურ ადამიანს, რომელსაც ყველა კითხვაზე აქვს პასუხი თავის "ზღაპრულ სკივრში". წერილში მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები მათთვის საინტერესო თემებზე, გამოიყენეს შესაბამისი სასვენი ნიშნები. შედეგად, მოსწავლეებს განუვითარდათ მსჯელობის, წარმოსახვის, ნააზრევის ჩაწერისა და პრეზენტაციის უნარები.

            მასწავლებელი- ნანა სტეფნაძე

             

          • VII კლასის გეომეტრია სქემებში და ამოცანებში

          •  

                  წელს, მათემატიკის მასწავლებლის, ბატონ თამაზ ობგაძის, ავტორობით გამოქვეყნდა  სამუშაო რვეული "VII  კლასის გეომეტრია სქემებში და ამოცანებში", რომლის თანაავტორებიც ჩვენი სკოლის,  მე-7 კლასის ორი არაჩვეულებრივი  მოსწავლეა : თორნიკე ახვლედიანი და მანანა გიორბელიძე.

          • სწავლა თამაშით

          •      

               ჩვენი სკოლის, მათემატიკის მასწავლებელმა მარიამ აბაიშვილმა მე-5 კლასში გამოიყენა სწავლების მეთოდი, სწავლა თამაშით, თემაზე „საკოორდინატო ბადე, ორიენტირება“. ბავშვებმა ჭადრაკის სადემონსტრაციო  დაფით და თავიანთი შექმნილი რესურსებით  შეძლეს  საკოორდინატო  ბადეზე ორიენტირება: ადგილმდებარეობის კოორდინატებით გამოხატვა და პირიქით კოორდინატებით ადგილმდებარეობის განსაზღვრა. გაკვეთილი,  რომ საინტერესო და სახალისო ყოფილიყო მასწავლებელმა გამოიყენა თამაში  „გემობანა“, მასში თითოეულმა ბავშვმა წყვილ-წყვილად მიიღო მონაწილეობა.

            ყველა მოსწავლემ გაიაზრა საკოორდინატო ბადე, რაც შემდეგ  კლასებში გაუადვილებთ მართკუთხა კორდინატთა სისტემის შესწავლას.

          • პროექტი „ბაგრატიონთა საგვარეულო ისტორია“

          • ისტორიის მასწავლებელ ეთერ მიქაძის  ორგანიზებით განხორციელდა პროექტი „ბაგრატიონთა საგვარეულო ისტორია“.

            პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ  მათთვის ცნობილ  ბაგრატიონთა  გვარის წარმომადგენლებს. მეფეთა ბიოგრაფიას (პოლიტიკურ, კულტურულ, ეკონომიკის სფეროებში)      წარმოადგიეს  პრეზენტაციები და  გამართეს  დისკუსია მეფეთა პიროვნულ მახასიათებლებზე.  იმსჯელეს  კონკრეტული რეფორმის/ ფაქტის  მნიშვნელობაზე.

          • კომპლექსური დავალება

          •     ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - აზა ქადარიამ - ჩაატარა კომპლექსური გაკვეთილი თემაზე ,,ეთერი“. მოსწავლეებს დავალებად ჰქონდათ მიცემული ეთერის სკოლის ან სახლის მაკეტის გაკეთება. ასევე დასაწერი ჰქონდათ ესე:,, ჩემი საყვარელი შინაური ცხოველი/ ფრინველი“.  მასწავლებლის მიზანი გახლდათ, გაეღვივებინა მოსწავლეთა ფანტაზია თუ შემოქმედებითი და წერითი  უნარები. ასევე  განევითარებინა პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.

          • ექსკურსია ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში

          •      ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - აზა ქადარიამ - მე-11 კლასში რომანტიკოსთა შემოქმედების შესწავლასთან დაკავშირებით  ჩაატარა ექსკურსია წინანდალში. ეს დავალება ამ კლასის პროექტის პირველი ნაწილი გახლავთ. ის ითვალისწინებს ალ. ჭავჭავაძის შემოქმედების ღრმად გააზრებასა და  მოსწავლეთა მიერ მე-19 საუკუნის ეპოქის მაჯისცემის შეგრძნებას. ასევე მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე: ,,ქართული რომანტიზმი და მისი წარმოშობის ისტორიული საფუძველი“, რაც, რა თქმა უნდა, მიზნად ისახავდა მოსწავლეთა მიერ რომანტიზმის ეპოქის ღრმად შესწავლა-გააზრებასა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევების შემდგომ განვითარებას.

          • საქართველოს ეროვნული მუზეუმი

          • ჩვენი სკოლის, XI კლასის მოსწავლეები ეწვივნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, სადაც მოინახულეს ოქროს ფონდი, არქეოლოგიური საგანძური, გაიხსენეს პრეისტორიული პერიოდი და შეაჯერეს ნასწავლი მასალა მუზეუმში ნანახთან.

            კლასის ხელმძღვანელი-ანა თოლორდავა

            ისტორიის პედაგოგი-ეთერ მიქაძე

            • პროექტი "უძველესი ცივილიზაციები"

              ისტორიის მასწავლებლის თინათინ ბუსკივაძის ორგანიზებით მე-7 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია თემებზე: “ძველი ეგვიპტე” “შუმერები და ბაბილონი”. მოსწავლეებმა ისაუბრეს უძველესი ცივილიზაციების ჩამოყალიბებაზე და მათ განვითარებაზე, გაეცნენ მათ მიერ შექმნილ დამწერლობას, უძველესი ხალხის საქმიანობასა და მათ რწმენა-წარმოდგენებს.

            • "ჩემი საყვარელი ზღაპარი"

              სკოლა "ალმასის" ინგლისური ენის პედაგოგმა ნინო არჩვაძემ მე-5 კლასში გააკეთა პროექტი "ჩემი საყვარელი ზღაპარი". ბავშვებმა თავიანთი საყვარელი ზღაპრები წარადგინეს პროექტის სახით ინგლისურ ენაზე. ამ პროექტის საშუალებით მათ გაიუმჯობესეს კითხვის უნარი და გაიმდიდრეს ლექსიკა.

            • "გრიგოლ ხანძთელის ღვაწლი"

              სკოლა ალმასის მე-10 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს პროექტზე "გრიგოლ ხანძთელის ღვაწლი". შეისწავლეს მისი და მისი მოწაფეების მიერ აშენებული ეკლესია-მონასტრები და მათ მიერ VIII-X საუკუნეებში აშენებული მონასტრების დღევანდელი ღირებულებები.

              მოსწავლეებმა ინდივიდუალურად მოამზადეს პრეზენტაციები და თავად წარადგინეს აუდიტორიის წინაშე, იმსჯელეს ,,უდაბნოთა ქალაქმყოფელის", ,,ტალანტის გამრავლებაზე" და შეაფასეს გრიგოლ ხანძთელის შრომა დღევანდელი გადმოსახედიდან. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

            • ჩვენი წარსული ისტორია!

              დღეს, ჩვენი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, წარმოადგინეს პრეზენტაციები- "I-II საუკუნეების მიჯნაზე ქართლისა და რომის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა". იმსჯელეს, ფარსმან ავაზისა და ფარსმან ქველის დიპლომატიური ნაბიჯების შესახებ. ასევე, აღნიშნული ეპოქის შესახებ უყურეს დოკუმენტურ ფილმს.

              მომხსენებლები: სესილი თანდილაშვილი, თეკლა კაპანაძე, თიკო პაპუაშვილი, დაჩი შანავა.

            • სტუმრად ეთნოგრაფიულ მუზეუმში!

              კერძო სკოლა “ალმასის” პედაგოგების: თინათინ ბუსკივაძის და ნინო არჩვაძის ორგანიზებით 22 ნოემბერს ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრა მე-5 და მე-6 კლასები. მუზეუმი ღია ცის ქვეშ წარმოადგენს საქართველოს მინიატურულ მოდელს და ასახავს მის მრავალფეროვან ეთნიკურ კულტურას. მოსწავლეებმა დაათვალიერეს: ქართლის, კახეთის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს და ოსეთის სახლები. ინტერესით გაეცვნენ ეთნოგრაფიული კულტურის ამსახველ ექსპონანტებს: საბრძოლო და შრომის იარაღებს, ქსოვილის ნიმუშებს, თიხის, ხისა და სპილენძის ჭურჭელს. სასიამოვნო და დასამახსოვრებელი დღე გამოვიდა ჩვენი პატარებისთვის.

            • პროექტი “ქართლის ღირსშესანიშნაობები"

              ჩვენი საქართველოს მასწავლებლის თინათინ ბუსკივაძის ორგანიზებით v კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პროექტი “ქართლის ღირსშესანიშნაობები” პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ ქართლის კულტურის ძეგლებს, მოიძიეს ინფორმაცია ტაძრების და ციხეების შესახებ, ისაუბრეს რა მნიშვნელობა აქვს თითოეულ კულტურის ძეგლს ქართლისთვის და ასევე ქვეყნისთვის, იმსჯელეს რატომ სახლდებოდნენ ქართლში სხვა ეროვნების ადამიანები (მაგ. ასურელი მამები)

            • "წერილი სიტყვის კაცს"

              მე-2 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის გაკვეთილზე იმუშავეს კომპლექსურ დავალებაზე:"წერილი სიტყვის კაცს". წერილის სტრუქტურის( 1.მისალმება, 2.ძირითადი ნაწილი, 3.დამშვიდობება) გამოყენებით, მოსწავლეებმა მისწერეს წერილი სიტყვის კაცს, უცნაურ ადამიანს, რომელსაც ყველა კითხვაზე აქვს პასუხი თავის "ზღაპრულ სკივრში". წერილში მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები მათთვის საინტერესო თემებზე, გამოიყენეს შესაბამისი სასვენი ნიშნები. შედეგად, მოსწავლეებს განუვითარდათ მსჯელობის, წარმოსახვის, ნააზრევის ჩაწერისა და პრეზენტაციის უნარები.

            • სწავლა თამაშით

              ჩვენი სკოლის, მათემატიკის მასწავლებელმა მარიამ აბაიშვილმა მე-5 კლასში გამოიყენა სწავლების მეთოდი, სწავლა თამაშით, თემაზე „საკოორდინატო ბადე, ორიენტირება“. ბავშვებმა ჭადრაკის სადემონსტრაციო დაფით და თავიანთი შექმნილი რესურსებით შეძლეს საკოორდინატო ბადეზე ორიენტირება: ადგილმდებარეობის კოორდინატებით გამოხატვა და პირიქით კოორდინატებით ადგილმდებარეობის განსაზღვრა. გაკვეთილი, რომ საინტერესო და სახალისო ყოფილიყო მასწავლებელმა გამოიყენა თამაში „გემობანა“, მასში თითოეულმა ბავშვმა წყვილ-წყვილად მიიღო მონაწილეობა.

            • კომპლექსური დავალება

              ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - აზა ქადარიამ - ჩაატარა კომპლექსური გაკვეთილი თემაზე ,,ეთერი“. მოსწავლეებს დავალებად ჰქონდათ მიცემული ეთერის სკოლის ან სახლის მაკეტის გაკეთება. ასევე დასაწერი ჰქონდათ ესე:,, ჩემი საყვარელი შინაური ცხოველი/ ფრინველი“. მასწავლებლის მიზანი გახლდათ, გაეღვივებინა მოსწავლეთა ფანტაზია თუ შემოქმედებითი და წერითი უნარები. ასევე განევითარებინა პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.

            • ექსკურსია ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში

              ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - აზა ქადარიამ - მე-11 კლასში რომანტიკოსთა შემოქმედების შესწავლასთან დაკავშირებით ჩაატარა ექსკურსია წინანდალში. ეს დავალება ამ კლასის პროექტის პირველი ნაწილი გახლავთ. ის ითვალისწინებს ალ. ჭავჭავაძის შემოქმედების ღრმად გააზრებასა და მოსწავლეთა მიერ მე-19 საუკუნის ეპოქის მაჯისცემის შეგრძნებას. ასევე მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე: ,,ქართული რომანტიზმი და მისი წარმოშობის ისტორიული საფუძველი“, რაც, რა თქმა უნდა, მიზნად ისახავდა მოსწავლეთა მიერ რომანტიზმის ეპოქის ღრმად შესწავლა-გააზრებასა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევების შემდგომ განვითარებას.

        • კონტაქტი

          • კერძო სკოლა ალმასი
          • 688085
          • გლდანი, მე-2 მკ.რ. 45-ა
            0167 ქ.თბილისი
            Georgia
      • ფოტო გალერეა

          ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად